21:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-04 10:47:36, 1644 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვა - მაკიივკაში დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა, მათ შორის არის პოდპოლკოვნიკი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მაკიივკაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სევრიუკოვის ინფორმაციით, დაიღუპულთა შორის არის პოლკის მეთაურის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ბაჩურინი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამინისტრო მომხდარში საკუთარ ჯარისკაცებს ადანაშაულებს, რადგან როგორც სევრიუკოვი ამბობს, შემთხვევის მიზეზი სამხედროების მიერ, აკრძალვის მიუხედავად, მობილური ტელეფონების გამოყენება იყო, რაც უკრაინელებს რუსი სამხედროების კოორდინატების გარკვევაში დაეხმარა.

„ამ ფაქტორმა მტერს საშუალება მისცა დაედგინა და განესაზღვრა სამხედრო პერსონალის ადგილმდებარეობის კოორდინატები სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად“, - თქვა სევრიუკოვმა.

გარდა ამისა, სევრიუკოვმა თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა გაანადგურეს HIMARS გამშვები მოწყობილობა, საიდანაც უკრაინული ჯარები თავს დაესხნენ მაკიივკას. 

შეგახსენებთ, რომ ​​უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაკიივკაში რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილზე იერიში 1-ელ იანვარს მიიტანეს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics