|
2022-12-14 09:14:16, 3114 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონი - არ გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი უკანონო მიზნებისთვის გამოიყენება
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იარაღი, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარების სახით მიეწოდება, არასწორად ან უკანონო მიზნებისთვის გამოიყენება. როგორც პენტაგონის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ფაქტს ბრძოლის ველზე არსებული შედეგები ადასტურებს. "ამჟამად, ჩვენ არ გვაქვს რაიმე სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, იყო თუ არა უკრაინაში დახმარების უკანონო მიზნებისთვის გადამისამართების შემთხვევები და ვფიქრობ, ამაზე ბრძოლის ველზე შედეგები თავისთავად მეტყველებს", - განმარტა პენტაგონის სპიკერმა. რაიდერის თქმით, უკრაინა ძალიან ეფექტურად იყენებს გადაცემულ დახმარებას თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად. „ჩვენ ვაგრძელებთ იმის დანახვას, რომ უკრაინელები იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა აძლევს მათ. ისინი ამას ძალიან ეფექტურად იყენებენ თავიანთი სახელმწიფოს დასაცავად და სუვერენული ტერიტორიის დასაბრუნებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ 7 დეკემბერს, აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა. ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)