|
2022-12-13 18:31:42, 2355 ნახვა
ომი უკრაინაში
კრემლმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის მიერ გამოცხადებულ სამ სამშვიდობო ნაბიჯზე
ვლადიმერ ზელენსკის მიერ გამოცხადებული "სამი ნაბიჯი" მშვიდობისთვის უნდა იქნას მიღებული, როგორც საომარი მოქმედებების გაგრძელების განზრახვა, განაცხადა პრეზიდენტის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა. მისივე თქმით,უკრაინულმა მხარემ რეალობას თვალებში უნდა ჩახედოს და მიიღოს მოცემულობა,რომ რუსეთის ფედერაციაში რეფერენდუმის შედეგად ახალი სუბიექტები გაჩნდნენ,ეს არის მოცემულობა,რომელიც უკრაინამ უნდა მიიღოს. "უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს მოცემულობა,რომელიც განვითარდა ბოლო 15 ან 20 წლის განმავლობაში მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გამო,ეს რეალობა მიუთითებს იმაზე,რომ რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები რეფერენდუმის შედეგად გაჩნდნენ,რომლებიც ამ ტერიტორიებზევე გაიმართა" - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ,ერთი დღით ადრე ვოლოდიმირ ზელენსკიმ G7-ის ქვეყნების ლიდერებთან სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ის პირობები,რომლებიც,მისი აზრიით ქვეყნებს შორის კონფლიქტს დაასრულებს. ერთ-ერთი მათგანი კიევში თანამედროვე ტანკების,არტილერიის,ჭურვების და სხვა სამხედრო ტექნიკით მომარაგებას გულისხმობდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)