|
2022-12-12 09:02:27, 2461 ნახვა
ომი უკრაინაში
ბორელი - უკრაინას მივეცით იარაღი, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა
უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, ევროკავშირში აცნობიერებენ, რომ უფრო მაღალი დონის საფრთხეებისგან თავის დასაცავად კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობები აკლიათ. "უკრაინას ჩვენ იარაღი მივეცით, მაგრამ მივხვდით, რომ ჩვენი სამხედრო მარაგი ამოიწურა, როდესაც ჩვეულებრივი ომი დაბრუნდა ევროპის გულში. ჩვენ ასევე მივხვდით, რომ გვაკლია კრიტიკული თავდაცვის შესაძლებლობები, რათა შეგვეძლოს თავის დაცვა უფრო მაღალი დონის საფრთხეებისგან თავად ევროპის კონტინენტზე",- განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა გააგრძელოს უკრაინის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება რუსეთის უკან დასახევად და ეს დახმარება უკრაინის გამარჯვებამდე არ უნდა შეჩერდეს. „ევროპელები აშკარად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და შესაძლებლობებს. ამის შესახებ ევროპის თავდაცვის სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი. ეს ძალიან საჭიროა, რადგან ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ერთად მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ, რათა მოვამზადოთ ევროპული არმიები უფრო საშიში სამყაროს წინაშე“,- დასძინა ბორელმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)