03:13 - 21 Aug, 2026
|
2022-12-11 11:44:16, 2263 ნახვა
ომი უკრაინაში
ფედოროვის განცხადებით, უკრაინამ ოკუპირებულ მელიტოპოლზე იერიში მიიტანა - დაღუპულია 200-მდე რუსი სამხედრო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლზე იერიში მიიტანეს. აღნიშნული ინფორმაცია მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა Telegram-ზე გაავრცელა. ფედოროვის განცხადებით, მტრის ბაზებზე უკრაინელების თავდასხმას 200-მდე რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა. მანამდე მელიტოპოლის მერი იტყობინებოდა, რომ მელიტოპოლის აღმოსავლეთით იწვოდა ეკლესია, რომელიც რუსებმა დაიპყრეს. როგორც UNIAN-ი წერს, უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ბანაკი (ვლადიკავკაზი, ჩრდილოეთ ოსეთი) დაამარცხეს. უკრაინული მედიის ცნობით, დაჭრილი რუსი სამხედროები, მელიტოპოლის საავადმყოფოებში საკმარისი ადგილის არქონის გამო, ყირიმში გადაჰყავთ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)