|
2022-12-10 17:24:29, 3600 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება
რუსეთი ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი გეგმავს რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ბალისტიკური რაკეტები და იცის, რომ ისინი ამას ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ "ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ბალისტიკური რაკეტები, მან იცის, რომ ისინი ამას ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაცია ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. უბრალოდ ყურებას ვაპირებთ?",- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)