|
2022-12-10 15:03:10, 3567 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება
ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. დაზვერვის ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ირანი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მხარდამჭერი გახდა „ირანის მხარდაჭერა რუსეთის არმიისთვის, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება, რადგან რუსეთი ცდილობს მიიღოს მეტი იარაღი, მათ შორის ასობით ბალისტიკური რაკეტა", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, რუსეთი ირანს სავარაუდოდ, შესთავაზებს სამხედრო და ტექნიკურ დახმარებას უპრეცედენტო დონეზე. "რუსეთმა, დიდი ალბათობით, ამოწურა მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ისკანდერის მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი. თუ რუსეთი მიიღებს ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს დიდი რაოდენობით, ის გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე",- ვკითხულობთ ანგარიშში. ამასთან, როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, სავარაუდოდ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს.ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს, სავარაუდოდ, უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის გამოიყენებს. „რუსეთმა, დიდი ალბათობით, საკუთარი „SS-26 ისკანდერის“ მოკლე მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი ამოწურა. თუ რუსეთი მოახერხებს დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების დაწყებას, ის, სავარაუდოდ, გამოიყენებს მათ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების კამპანიის გასაგრძელებლად და გაფართოებისთვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)