|
2022-12-09 17:47:10, 2360 ნახვა
ომი უკრაინაში
შსს - უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას 10 წელი დასჭირდება
უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 30% დანაღმულია და მის სრულად გაწმენდას, დაახლოებით 10 წელი დასჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერი ჰაკობიანიმ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 174 ათასი კვადრატული კილომეტრი დღეს რჩება დანაღმული, ჩვენი სპეციალისტების ანალიზისა და შეფასებით. ეს არის ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 30%. დღეს უკრაინის დანაღმული ტერიტორია ოთხ შვეიცარიის ფართობს უდრის", - თქვა მან. მისი თქმით, ეს ძალიან დემონსტრაციულად და ნათლად მეტყველებს უკრაინაში ნაღმებთან დაკავშირებული რეალურ ვითარებაზე. „ჩვენ დასახული გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ 10 წელიწადში შევძლებთ ამ ტერიტორიების გასუფთავებას. როგორც ჩანს, ბევრია, მაგრამ ასეთი ტიპის საქმისთვის ეს საკმარისი არ არის. მთავარია, რაზეც დღეს ვმუშაობთ, ჩვენი გაძლიერებაა“, - განაცხადა ჰაკობიანმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიის განაღმვისთვის 1 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს. იაპონია და კამბოჯა ასევე გეგმავენ დაეხმარონ უკრაინას ტერიტორიის ნაღმებისგან გაწმენდაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)