|
2022-12-08 15:40:39, 2771 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი რიაბკოვი - ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინის კონფლიქტში, ეს ცეცხლთან თამაშია
ნატო-ს ქვეყნები სულ უფრო მეტად ერთვებიან უკრაინაში კონფლიქტში, შეერთებული შტატები შეგნებულად აგრძელებს ესკალაციას ამ გზაზე, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ტელეკომპანია Rossiya-24- ის ეთერში განაცხადა . "ნატო-ს წევრები უფრო და უფრო მეტად არიან ჩართულნი უშუალოდ კონფლიქტში. კიევისთვის დახმარების მრავალმხრივობა ახლა გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინ.ეს არის ვაშინგტონის მიზანმიმართული კონფლიქტის ესკალაციის პოლიტიკის ასახვა, რომელსაც ევროპელები მორჩილად მისდევენ. ეს ცეცხლთან თამაშია, რისკები იზრდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. ამასთან, მისივე თქმით, მოსკოვი ვერ ხედავს, რომ დასავლეთს აქვს რაიმე შეზღუდვაი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხში. „დასავლელები მიჰყვებიან გზას, რომ გააფართოონ უფრო მძიმე, შორი დისტანციური იარაღის მიწოდების დიაპაზონი. ამავდროულად, ისინი ეშმაკურად და დიდწილად მოტყუებით წარმოაჩენენ საკითხს ისე, რომ არსებობს რაიმე სახის საზღვარი, ერთგვარი თავშეკავება ამ მხრივ. ჩვენ მსგავსს ვერაფერს ვხედავთ“, - აღნიშნა რიაბკოვმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)