|
2022-12-08 09:33:42, 1998 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1 888 დასახლებული პუნქტის რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 1 888 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია მოახერხეს. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რუსულ ოკუპაციაში კვლავ რჩება. "ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1 888 დასახლებული პუნქტის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მაგრამ თითქმის ამდენივე უკრაინული ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციაში. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომელთა გადარჩენაც შეიძლებოდა. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომელიმე ჩვენიანი მივატოვოთ რუსულ ოკუპაციაში, არც ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც ათასობით ადამიანი უკვე გაქრა და არც რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელი ძალით გაიყვანეს. ჩვენ შეგვიძლია მათი გათავისუფლება. ამაზე დგას ჩვენი იმედი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 24 თებერვალს დაწყებული "ტოტალური ომი" უკრაინელებისთვის ომია "გადარჩენისთვის".
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)