|
2022-12-07 16:08:18, 1999 ნახვა
ომი უკრაინაში
СБУ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული ეკლესიების შემოწმებას აგრძელებს
უკრაინის უშიშროების სამსახური კონტრდაზვერვით სამუშაოებს ატარებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში. СБУ უსაფრთხოების ღონისძიებებს უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად უკრაინის სამ რეგიონში: ჩერკასში, ვოლინსა და ხერსონში ატარებს. კონტრდაზვერვითი სამუშაოების მიზანი რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის აღმოჩენაა. ეკლესიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, სამართალდამცავები ეპარქიების ტერიტორიებს იმისთვის ამოწმებენ, რომ გამოავლინონ პირები, რომლებიც შესაძლოა, ჩართული იყვნენ უკრაინის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო უკანონო საქმიანობაში. ამასთან, როგორც ცნობილია, კრემლი აქტიურად იყენებს მის დაქვემდებარებულ უკრაინულ ეპარქიებს საკუთარი პროპაგანდის გავრცელებისა და პროვოკაციებისთვის. შეგახსენებთ, რომ მანამდე სხვადასხვა ეპარქიებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უკრაინულმა უსაფრთხოებამ კრემლისტური ლიტერატურა და რუსული რუბლები აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალვის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)