|
2022-12-07 11:08:54, 2083 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს - არიან დაშავებულები
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონის 2 სოფელი დაბომბეს, რა დროსაც 3 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხი ავრცელებს. სტარუხის თქმით, ოკუპანტებმა დარტყმა S-300 სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან განახორციელეს. „ბევრი მსხვერპლი და ნგრევა შეიძლებოდა ყოფილიყო, თავდაცვის ძალებს რომ არ ჩამოეგდოთ ათეული უპილოტო საფრენი აპარატი“,- განაცხადა სტარუხმა. მისივე თქმით, ერთ-ერთ სოფელში 2 სახლი დაინგრა და 8 დაზიანდა. ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ, მათ შორისაა 15 წლის გოგონა. მეორე სოფელში კი, აფეთქების შედეგად ერთი სახლი დაინგრა, კიდევ 10 დაზიანდა. შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოსოფიივკაში დამპყრობლების მიერ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რუსული დაბომბვის შედეგად 1 წლის და 10 თვის მცირეწლოვანიც დაიჭრა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)