|
2022-12-06 09:45:26, 1870 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი კორპუსები
რუსმა ოკუპანტებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ამის შესახებ ინფომაციას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლექსანდრ სტარუხა ავრცელებს. მისი თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „კიდევ ერთხელ, ღამით, რუსმა ტერორისტებმა რაიონული ცენტრის გარეუბანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა სტეფნიანსკაიას თემის ტერიტორიაზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი კორპუსები“, - განაცხადა ოლექსანდრ სტარუხამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 დეკემბერს, ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ნოვოსოფიევკაში დამპყრობლების მიერ სარაკეტო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)