|
2022-12-06 09:21:26, 1784 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის სამ აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა
5 დეკემბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის სარატოვის ოლქში ენგელსის აეროდრომზე დრონებით თავდასხმა მოხდა, აფეთქება იყო რუსეთის ქალაქ რიაზანთან მდებარე აეროდრომზეც და ქალაქ კურსკთან მდებარე რაიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმა განხორციელდა "საბჭოთა წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით", რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინამ გაუშვა. კურსკის ოლქის გუბერნატორის რომან სტაროვოიტის თქმით, დრონით თავდასხმის შედეგად ნავთობის შესანახ ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლიკვიდირებულია. რუსები ასევე აცხადებენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, ხოლო დაზიანება ნამსხვრევების ჩამოვარდნისა და ადგილზე აფეთქების გამო თავად წარმოიშვა. მათი ვერსიით, სამი სამხედრო ტექნიკოსი დაიღუპა ნანგრევების გამო, ოთხი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისრაელის სატელიტურმა კომპანია ImageSat International-მა გამოაქვეყნა სურათი რიაზანის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზიდან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)