|
2022-12-05 10:46:02, 2070 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსების მიერ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
რუსმა ოკუპანტებმა წუხელ კრივოი-როგზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. როგორც დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ვალენტინ რეზნიჩენკო ამბობს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა. მისი თქმით, ოკუპანტებმა კრივოი-როგის მიმართულებით 3 რაკეტა გაუშვეს. "ტრაგიკული ღამე... ერთი დაღუპული, სამი დაჭრილი. შუაღამის შემდეგ, რუსებმა სამი რაკეტა გაისროლეს და თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს. მოკლეს მუშა. მაშველებმა მისი ცხედარი საწარმოს ნანგრევებიდან ამოიყვანეს. კიდევ სამი ადამიანი დაშავდა, ისინი ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰოსპიტალიზებულების მდგომარეობა ექიმების მიერ საშუალოდ ფასდება“, - წერს Telegram-ზე რეზნიჩენკო. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტებმა მძიმე არტილერიით იერიში მიიტანეს ნიკოპოლზეც. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)