|
2022-12-03 22:22:11, 2172 ნახვა
ომი უკრაინაში
ფარულავა: ბახმუტში დაჭრილია მეთაური, ქართველები უკრაინელებთან ერთად ალყაში არიან
უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რომეო ფარულავას თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, სადაც 5 ქართველი დაიღუპა, დაჭრილ მეთაურთან და უკრაინელ თანამებრძოლებთან ერთად კვლავ ალყაში არიან სხვა ქართველებიც. "მზად ვართ, რომ შევუერთდეთ იმ უკრაინელებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ დაღუპული ბიჭების გამოყვანის ოპერაციას. აუცილებლად გამოვიყვანთ. ძალიან რთული მდგომარეობაა ბახმუტში. [...] დაჭრილია მეთაური ზ.მ. დანარჩენი ბიჭები ჩვენს უკრაინელ ძმებთან ერთად არიან ალყაში და მიდის ბრძოლა ამ ბიჭების გამოსაყვანად. მათი, ვინც ცოცხლები არიან ჩარჩენილები და ასევე ჩვენი დაღუპული გმირების გამოსასვენებლად იმ ტერიტორიიდან". – თქვა ფარულავამ მთავარ არხთან საუბრისას. უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩომ შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო. ქართველი მებრძოლების ვინაობა ცნობილია. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, რომეო კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)