|
2022-12-02 09:26:01, 1721 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - რუსეთმა ზაპოროჟიეს ოკუპირებული სოფლებიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ სოფელ მიხაილოვკადან, ინჟენერნოედან და ქალაქ პოლოგიდან რუსეთმა სამხედროების გაყვანა დაიწყო. გარდა ამისა, სოფელ ბურჩაკში მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობენ. „არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს. პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გაჰყავთ მიაქვთ ქონება. ბურჩაკის დასახლებაში საოკუპაციო ხელისუფლება ატარებს მოსახლეობის ე.წ. ნებაყოფლობითი აღწერას",- ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წინა დღეებში ზაპოროჟიეს ოლქის მირნოიეს, ტოკმაკის, ინჟენერნოიეს, პოლოგის, იასნოეს და კონსკიე დრაჟრის დასახლებებში რუსეთის ფედერაციის დანაკარგმა 230-ს სამხედროს გადააჭარბა, ხოლო განადგურდა 15-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საწყობი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)