|
2022-11-30 12:52:32, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
СБУ ჩხრეკას აწარმოებს ეპარქიაში, სადაც მედვედჩუკთან დაახლოებული სასულიერო პირები მსახურობენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუკაჩოვოს ეპარქიაში ჩხრეკას აწარმოებს. უკრაინული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს კონტრდაზვერვითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავები სასულიერო პირებსა და ტერიტორიას ამოწმებენ. СБУ-ს ჩხრეკის მიზანია, რომ ეპარქიის ტერიტორიის რუსების თავშესაფრად და აკრძალული ნივთების შესანახად გამოყენება, ასევე შესაძლო პროვოკაციები და ტერაქტები თავიდან აიცილოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირები კარგ ურთიერთობაში არიან ღალატში ეჭვმიტანილ ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლე ოქსანა მარჩენკოსთან, რომელიც მათ რეგულარულად აფინანსებდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე თვეში კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერი და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაც გაჩხრიკა. СБУ-მ მონასტრებში პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი აღმოაჩინა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)