|
2022-11-28 19:01:16, 1664 ნახვა
ომი უკრაინაში
გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე სულ მცირე 400-ჯერ დაბომბეს
გასული კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე სულ მცირე 400-ჯერ დაბომბეს. - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანემა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა. მისივე თქმით, თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. "გასული კვირის განმავლობაში 400-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა ზაპორიჟიეს რეგიონზე და მათგან ნახევარზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული, თავდასხმების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)