|
2022-11-26 16:53:33, 1936 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - „ჰოლოდომორისას“ ჩვენი განადგურება შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელითა და სიცივით
„ჰოლოდომორისას“ ჩვენი განადგურება შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელითა და სიცივით,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ჰოლოდომორის“ მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ამ ტრაგედიის შემდეგაც უკრაინელმა ხალხმა თავისუფლების სიყვარულის შემარჩუნება მაინც შეძლო. "უკრაინელებმა საშინელი რამ გამოიარეს და ყველაფრის მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს დაუმორჩილებელი სული და თავისუფლების სიყვარული. მაშინ შიმშილით სურდათ ჩვენი განადგურება, ახლა - სიბნელითა და სიცივით. ჩვენ არ გავტყდებით. ჩვენში ცეცხლი არ ჩაქრება. ჩვენ კვლავ დავამარცხებთ სიკვდილს",- განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთის, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ყოველ წელს, ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. უკრაინაში მასობრივი შიმშილობა - ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)