|
2022-11-26 16:34:59, 1762 ნახვა
ომი უკრაინაში
ერმაკი - უკრაინამ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში 12 ჯარისკაცი დაიბრუნა
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა გამართეს.12 უკრაინელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს. ერმაკის თქმით, უკრაინამ მტრის ტყვეობიდან გაათავისუფლა საზღვაო ძალების 4 ჯარისკაცი, 2 ეროვნული გვარდიელი, მესაზღვრე, უკრაინის შეიარაღებული ძალების, ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქე. "პატიმართა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ჩვენი ადამიანის გათავისუფლება. მათ შორის - საზღვაო ძალების 4 ჯარისკაცი, 2 ეროვნული გვარდიელი, მესაზღვრე, ერთი უკრაინის შეიარაღებული ძალების, 3 მშვიდობიანი მოქალაქე, სამხედროებს შორის - 2 ოფიცერი, ასევე 7 რიგითი და სერჟანტი", - წერს ერმაკი. მისივე თქმით, სახლში ბრუნდებიან ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და ზმეინის კუნძულს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინასა და რუსეთს შორის პატიმრების მორიგი გაცვლა მოხდა, რის შედეგადაც 50 უკრაინელი მცველი სახლში დაბრუნდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)