|
2022-11-26 14:40:14, 2996 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს - დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 10-ზე მეტი დაშავდა
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს,- ამის შესახებ ხერსონის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, იაროსლავ იანუშევიჩმა განაცხადა. მისი თქმით, დამპყრობლებმა ხერსონის საცხოვრებელ რაიონებს გაუხსნეს ცეცხლი. დაიზიანდა ასევე საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრი და სკოლები. იანუშევიჩის თქმითვე, თავდასხმას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. "რაშისტებმა ხერსონის რაიონის ტერიტორიაზე 39-ჯერ გაისროლეს. რეგიონის მშვიდობიანი დასახლებები მტრის ცეცხლის ქვეშ იყო. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. რუსებმა ხერსონის რაიონის 2 მცხოვრები მოკლეს, კიდევ 10 ადამიანი დაშავდა",- განაცხადა იანუშევიჩმა. გარდა ამისა, რუსებმა ცეცხლი გახსნეს ხერსონის ოლქის ჩერნობაევკას, ანტონოვკას, ნიკოლსკოესა და მუზიკოვკას მიმართულებით.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)