|
2022-11-25 18:13:18, 1668 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსულ მართვად რაკეტებს მიზნამდე მისვლაში უცხოური კომპანიები ეხმარებიან
რუსულ მართვად რაკეტებს მიზნამდე მისვლაში უცხოური კომპანიები ეხმარებიან. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინიწ დაზვერვა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსული რაკეტები სამიზნეს ვერ აღწევენ ზუსტად განსაზღვრული კოორდინატების გარეშე, რომელიც მათ სანავიგაციო სისტემებმა უნდა მიაწოდონ. "რუსულ სანავიგაციო სისტემა GLONASS-ს ერთი სუსტი წერტილი აქვს, ის დამოკიდებულია მიკროჩიპებზე, რომლებსაც უცხოური კომპანიები ამზადებენ. რუსული რაკეტები და დრონები არიან ახჭურვილი უცხოური კომპანიების მიერ დამზადებული მიკროჩიპებით, რომლებსაც GLONASS-ის სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერაც აქვს. ეს ჩვეულებრივ სამოქალაქო ჩიპი არის, მაგრამ რუსეთი მილიტარული მიზნებისთვის იყენებს. მიკროჩიპი იღებს და ამუშავებს კოორდინატებს გლონასისგან, შემდეგ კი მართვადი რაკეტა ამ ინფორმაციას უკრაინული სამოქალაქო და ენერგო ინფრასტრუქტურაზე დასარტყამად იყენებს". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)