15:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-25 14:56:52, 1581 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსი ოკუპანტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას რეგულარულად ბომბავენ

რუსი ოკუპანტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას რეგულარულად ბომბავენ. ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციაში მომუშავე ენერგეტიკოსებმა სწრაფად აღადგინეს ელექტრომომარაგება და შეაკეთეს ქსელი.

„ოკუპანტები არ იძლევიან საშუალებას, რომ მე-5 ან მე-6 ბლოკი ამოქმედდეს ისე, როგორც „ენერგოატომს“ უნდა. ამ მიზნით რეგულარულად ბომბავენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. გუშინწინ დააზიანა ხაზი, ატომურ ელექტროსადგურზე გენერატორები ისევ ჩაირთო, რამაც უზრუნველყო რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად საჭირო 130 მეგავატი“, - თქვა ხელმძღვანელმა.

რაკეტების ნაწილი ღამით გაფრინდა რაიონულ ჰოსპიტალთან, სადაც არიან ფსიქიურად დაავადებულები და ექიმები - 270 ადამიანი, 60 ექიმი... საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ევაკუაციის საკითხი მუშავდება“, - განაცხადა სტარუხმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 4 მარტიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსი დამპყრობლების კონტროლის ქვეშ არის. ოკუპანტებმა ასევე აიღეს ატომური ელექტროსადგურის სატელიტური ქალაქი ენერგოდარი.

ომის დაწყებიდან მოყოლებული, ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგური მუდმივად იბომბება, რის გამოც სადგური რეგულარულად ითიშება.

5 ოქტომბერს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა "განკარგულება"  ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მითვისების შესახებ .

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics