|
2022-11-25 10:16:07, 1812 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს
რუსმა დამპყრობლებმა, 25 ნოემბრის დილით, ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა,- ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა. მისი თქმით, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევამდე, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარჩეს თავშესაფარში. „დილით ზაპოროჟიეს ძლიერი აფეთქების ხმა მოესმა. შეშლილმა რუსებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ზაპოროჟიეს გარეუბანს რაკეტით. გარემოებები ზუსტდება. დეტალები მოგვიანებით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დარჩით უსაფრთხო ადგილებში“,- წერს სტარუხი. ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს დაბომბვა ფრონტის ხაზის ქალაქებისა და სოფლებში ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. ამავდროულად, დამპყრობლები ხელს უშლიან უკრაინელების გამგზავრებას ოკუპირებული ტერიტორიიდან. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაბომბვას რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. 22 ნოემბერს, ორეხოვოში, რუსების დაბომბვას პურის რიგში მყოფი სოციალური მუშაკი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი. 23 ნოემბერს, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას რაკეტები ესროლეს, დაიღუპა ახალშობილი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)