|
2022-11-24 09:35:49, 1574 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს
ჩინეთი უკრაინასა და რუსეთს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილონ ომის ესკალაცია და ბირთვული კრიზისი. როგორც გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენგ შუანგიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. "დიალოგი და მოლაპარაკება არის ერთადერთი გზა. მხარეებმა უნდა დაიწყონ პირდაპირი ურთიერთქმედება, დაუბრუნდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა მათმა ქმედებებმა არ გააძლიეროს დაპირისპირება და ასევე, თავიდან აიცილონ ეს დაპირისპირება“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა. 5 ნოემბერს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დაადასტურა პეკინის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია. გარდა ამისა, კვლავ არ დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რიგგარეშე სესიაზე მიიღო რეზოლუცია , რომელიც მოუწოდებს რუსეთს აანაზღაუროს სრულმასშტაბიანი აგრესიით მიყენებული ზიანი. ჩინეთი იყო 14 ქვეყანას შორის, რუსეთთან ერთად, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)