|
2022-11-23 14:10:05, 1790 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკა სამშობიაროს დაბომბვაზე - საშინელი ტკივილია, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ
საშინელი ტკივილია, ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ზაპოროჟიეს რაიონის, ვოლნიანსკის სამშობიაროზე რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს ახალშობილის გარდაცვალებას. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა, რომელსაც 2 დღის ბიჭის სიცოცხლე შეეწირა. „რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა. ამ ღამით სამიზნე ზაპოროჟიეს რეგიონის სამშობიარო საავადმყოფო გახდა. 2 დღის ბიჭი გარდაიცვალა... საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ახლობლებს. საჭიროა დაშავებულების სწრაფი დახმარება. ჩვენი გული შენთანაა“,- წერს ზელენსკა. შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეს სამშობიარო განყოფილება დაბომბეს, რასაც ჩვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ცნობებით, განყოფილებაში ასევე იმყოფებოდნენ ახალშობილის დედა და ექიმი, რომელთა შენობიდან გამოყვანაც უვნებლად მოხდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)