|
2022-11-23 13:27:44, 1365 ნახვა
ომი უკრაინაში
ვიტალი კლიჩკო - კიევს შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ზამთარი ელოდოს
რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის ფონზე კიევის მოსახლეობა „ყველაზე უარესი სცენარისთვის“ უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ, DW- ის ცნობით, უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. როგორც მერმა აღნიშნა, კიევს შესაძლოა "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ზამთარი" ელოდოს. კლიჩკომ დაადანაშაულა ვლადიმერ პუტინი მოსახლეობის დაშინებაში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ამისთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს იყენებს. „თუ ყველაფერი ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით წარიმართება, შესაძლოა საჭირო გახდეს ქალაქის ნაწილის ევაკუაცია, თუმცა ხელისუფლებას არ სურს, რომ საქმე აქამდე მივიდეს“, - თქვა კლიჩკომ 2022 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ დაიწყო თავდასხმები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მხოლოდ ერთ დღეში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 30% დაზიანდა . 10 ოქტომბრის შემდეგ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ შეწყვეტილა. ოკუპანტები ურტყამენ ელექტრო ქვესადგურებს, ჰიდროელექტროსადგურებს და თბოწარმოების ობიექტებს. ელექტროენერგიის შეწყვეტა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)