|
2022-11-23 12:57:34, 1504 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერმა გადაწყვიტა ტერორით მიაღწიოს იმას, რასაც 9 თვის განმავლობაში ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს
მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ტერორითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რასაც 9 თვის განმავლობაში ვერ მიაღწია და ვერც მიაღწევს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების დაბომბვას. ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთს მოუწევს პასუხისგება იმ ბოროტებისთვის, რაც უკრაინაში ჩაიდინა. "ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ჩვილი დაიღუპა, ქალი კი დაშავდა. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები ნანგრევების ქვეშ. ოკუპანტებმა კუპიანსკში მაღალსართულიანი შენობა და პოლიკლინიკა დაბომბეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მოხვდა. ყველა სერვისი მუშაობს", - აცხადებს ზელენსკი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)