|
2022-11-22 15:15:27, 1581 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპანტებმა ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს - დაიღუპა ერთი ადამიანი
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა. ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჭურვი ჩამოვარდა იმ ადგილის მახლობლად, სადაც მოსახლეობას პურს ურიგებდნენ. "ხალხი ცოტა იყო. ისინი იცავენ წესებს, რათა არ მოხდეს მასობრივი შეკრება. მიუხედავად ამისა, ჭურვი პურის განაწილების პუნქტთან დაეცა. დაიღუპა სოციალური მუშაკი და დაჭრა ორი ქალი", - თქვა სტარუხმა. მომხდარზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც. "რუსი ტერორისტები ბომბავენ ჰუმანიტარული მიწოდების პუნქტებს და აგრძელებენ ბირთვულ შანტაჟს - სამხედრო დამარცხებულთა სამარცხვინო ტაქტიკა", - დაწერა ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)