|
2022-11-22 13:16:46, 1434 ნახვა
ომი უკრაინაში
გაერო - ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 189 დაშავდა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 189 დაშავდა. ამის შესახებ საუბარია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია აქვეყნებს. გარო-ს მონაცემების მიხედვით, დაღუპულთა შორის 2 575 მამაკაცი, 1 767 ქალი, 172 გოგონა და 206 ბიჭი, 37 ბავშვი და 1 838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. ანგარიშის თანახმად, მშვიდობიანი უკრაინელების დაღუპვა ან დაშავება უმეტეს შემთხვევაში გამოწვეული იყო მძიმე არტილერიისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვის შედეგად, ასევე სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით. მოქალაქეების დაღუპვის ყველაზე მეტი შემთხვევა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაფიქსირდა. გაერო აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს, რადგან ბრძოლის ველიდან ინფორმაციის მიღება დაგვიანებით ხდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)