|
2022-11-21 18:57:15, 1792 ნახვა
ომი უკრაინაში
Unian - გათავისუფლებულ ხერსონში, რუსების მიერ მოწყობილი რამდენიმე წამების შენობა იპოვეს
გათავისუფლებულ ხერსონში, რუსების მიერ მოწყობილი რამდენიმე წამების შენობა იპოვეს. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს. მათივე თქმით, ეს არის ადგილი, სადაც ოკუპანტები ხალხს უკანონოდ აკავებდნენ და სასტიკად აწამებდნენ. "ამას მოწმობს აღმოჩენილი დოკუმენტები, მათ შორის, საოკუპაციო პოლიციის წარმომადგენლების ე.წ. მოწმობები, სამორიგეო განრიგი და ა.შ. გარდა ამისა, ოკუპანტები ელექტროშოკით აწამებდნენ მშვიდობიან მოქალაქებს. საკნებსა და სარდაფებში მყოფი ადამიანების მიმართ გამოიყენებოდა წამების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდები“. - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)