|
2022-11-19 13:21:20, 2082 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრულად განადგურების შედეგი იქნება
ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრულად განადგურების შედეგი იქნება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ამორალური კომპრომისები ახალი სისხლის დაღვრის საწინდარი იქნება. "უბრალოდ ომის დასრულება მშვიდობის გარანტია არ არის. რუსეთი ახლა მოკლე ვადით შეთანხმებას ცდილობს - რათა ძალების აღსადგენად შეისვენოს. შეიძლება, ამას ვინმემ ომის დასასრულო უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს. ნებისმიერ გამოთქმულ იდეას ჩვენი მიწის ან სუვერენულობის დათმობაზე არ შეიძლება, მშვიდობა ეწოდოს. ამორალური კომპრომისები ახალი სისხლის დაღვრის საწინდარი იქნება. ნამდვილი, გრძელვადიანი და გულწრფელი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრულად განადგურების შედეგი შეიძლება იყოს". - ნათქვამია განცხადებაში. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)