|
2022-11-18 22:48:15, 1788 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის დარტყმებმა უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გაანადგურა
უკრაინის ენერგეტიკული სისტემის თითქმის 50% გამორთულია რუსული სარაკეტო დარტყმების შედეგად, - ამის შესახებ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ, რუსეთი აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს უკრაინის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას და ართმევს მათ შუქს, წყალს, სითბოს და კომუნიკაციებს ზამთრის პერიოდში. მხოლოდ 15 ნოემბერს რუსეთმა 100-მდე რაკეტა გაისროლა უკრაინის ქალაქებს მისამართით. ჩვენი ენერგეტიკული სისტემის თითქმის ნახევარი გამორთულია“, - ციტირებს უკრინფორი უკრაინის პრემიერს. 10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე. როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)