|
2022-11-15 22:33:21, 1932 ნახვა
ომი უკრაინაში
სანდუ - კრემლმა უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, ვგმობთ ყველაზე ძლიერ თავდასხმას
კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტა გაუშვა, მკაცრად ვგმობთ ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერ თავდასხმას.- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებს ესხმის, რაც ომის დიდი დანაშაულია. „კრემლის რეჟიმმა დღეს უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის, 100 რაკეტა გაუშვა. ისინი მოხვდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, საფრთხეში ჩააგდო ათასობით ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმას – უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ძლიერი თავდასხმას.უკრაინაში რუსეთის თავდასხმამ ასევე გამოიწვია იმ ხაზის ავტომატური გათიშვა, რომლითაც ჩვენს ქვეყანას მიეწოდება ელექტროენერგიაა, ამისთვის ათასობით მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვისაც ახლა დენი არ მიწოდება, სიმშვიდისა და გაგებისთვის. სპეციალისტები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს“. - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ,რომ უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. კრივი რიჰსა და მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები რაკეტებს ისვრიან.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)