|
2022-11-15 16:04:08, 1605 ნახვა
ომი უკრაინაში
ლავროვი - ევროკავშირი და ნატო დიდი ხანია უკრაინის ომის ჰიბრიდული მონაწილეები არიან
ევროკავშირი და ნატო უკვე დიდი ხანია უკრაინის კონფლიქტის ჰიბრიდული მონაწილეები არიან - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმ,ა სერგეი ლავროვმა G-20-ის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლავროვის თქმით, ევროკავშირი და ნატო უკრაინას დიდი ხანია შეიარაღებას აწვდის და ეხმარება სამხედრო პერსონალის განვითარებისთვის, რაც მათ კონფლიქტის მონაწილეს ხდის. "ისინი უკრაინას აწვდიან იარაღს,წვრთნიან უკრაინის სამხედრო პერსონალს, უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით. თქვენ როგორც იცით, ამას ამერიკელები აკეთებენ, ეს კი ადგილზე ინსტრუქტორების დახმარებით ხდება, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით დაქირავებულ მებრძოლზე," - განაცხადა ლავროვმა. შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც ინდონეზიაში ჩასვლა გადაიფიქრა, G20-ის სამიტს არც ვირტუალურ რეჟიმში ესწრება. ეს გადაწყვეტილება "პუტინის განრიგს და რუსეთში ყოფნის აუცილებლობას უკავშირდება". რუსეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)