|
2022-08-11 14:29:31, 1111 ნახვა
საზოგადოება
ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს. უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი ხორციელდება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ აღნიშნული სივრცე იყოს მოწესრიგებული და გამწვანებული. აქ, დაახლოებით, 1 100 ოჯახი ცხოვრობს და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავიანთი შვილები, შვილიშვილები რეკრეაციულ სივრცეში გაიყვანონ, დაასვენონ და გაერთონ. ძალიან კარგი პროექტია - ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები, ბავშვებისთვის კი ატრაქციონი. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გავაკეთებთ. გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყო სატუმბი სადგური, რათა წყალარინების ქსელი ყველანაირად მოწესრიგებული ყოფილიყო. პროექტი სრულდება, პარალელურად კი მიმდინარეობს დაქსელვა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ეს პრობლემაც მოეხსნებათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს საბავშვო ბაღის მშენებლობა და ყველა ის დაპირება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან გავეცით, ზედმიწევნით შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მათივე ცნობით, ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით უთმელიძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)