11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 11:51:16, 899 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ორი სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ მუხიანის IVა მიკრორაიონის N15-16 კორპუსებთან და თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის N26  (ყოფილი ხიზაბავრის)  საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ  სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტის შედეგად ორივე სკვერში ჩატარდა სხვადასხვა სახის სამუშაო, მათ შორის განთავსდა  ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცეები, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე,  ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

„ორივე სკვერისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე  დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics