11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 15:46:05, 927 ნახვა

საზოგადოება
„მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას“- „ქართული ოცნება“ მედიას კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

 პარტია „ქართული ოცნება“   „მთავარ არხს“, „TV პირველსა“ და „ფორმულას“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივის. საჩივარში ვკითხულობთ, რომ 24 ივნისის აქციის, "შინ ევროპისკენ" გამართვამდე, განთავსებული ვიდეორგოლი პოლიტიკური შინაარსის იყო, რადგან ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წევრებს უარყოფითად წარმოაჩენდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ ეთერში გასული კლიპი ხელისუფლების ლიდერების დისკრედიტაციას ემსახურება და რომ მათი კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

"ვიდეორგოლების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისთვის, ემსახურება "ქართული ოცნების" და მისი იდეის უარყოფითად ფორმირებას და მიზნად ისახავს სამომავლო არჩევნებში ხელის შეშლას. სარეკლამო რგოლი ცხადად ახდენს "ქართული ოცნების" იდენტიფიცირებას კონკრეტული პარტიის სახეებზე მითითებით.

ამასთან, სარეკლამო რგოლი შეიცავს მმართველი პარტიის, მათი ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლების, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას მათ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, კანდიდატის სტატუსთან და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯილი ამონარიდების საფუძველზე, ემსახურება მათ მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას", - ვკითხულობთ სარჩელში.

"შინ ევროპისკენ" აქციის ამ კლიპში მოხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის; ამავე პარტიის ლიდერის, გია ვოლსკის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სხვათა განცხადებების ამონარიდები.

სხდომა კომუნიკაციების კომისიაში 11 აგვისტოს, 15:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics