12:46 - 18 Aug, 2026
|
2021-06-22 12:55:33, 1273 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - არ გავამხელ, მაგრამ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს მაისის ეკონომიკურ ზრდაზე
ჯერჯერობით არ გავამხელ, მაგრამ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მაისის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკა აპრილის მსგავსად მაისშიც გაიზრდება. „სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი მაისის თვის ეკონომიკური ზრდის სტატისტიკა, ჯერჯერობით, მე არ გავამხელ, მაგრამ ისევე როგორც აპრილში იყო ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე ძალიან კარგი, დადებითი მოლოდინი გვაქვს მაისთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, 2021 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 44.8% შეადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)