|
2021-05-31 11:06:59, 749 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ დასრულდა
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ დასრულდა. პროექტის მიზანი საქართველოს ტყის გენეტიკური რესურების კვლევა, იშვიათი მერქნიანი მცენარეების ინვენტარიზაცია, პოპულაციების აღწერა, სათესლე უბნების დაფიქსირება, ზოგიერთი სახეობის ტაქსონომიური იდენტიფიცირებისთვის მორფომეტრიული, მოლეკულური და გენეტიკური კვლევების ჩატარება და კონსერვაციის მიზნით თესლთა ბანკის შექმნა იყო. ექსპედიციების ფარგლებში მკვლევარებმა იმერული მუხის - 12, წვრილფოთოლა ცაცხვის - 10, შიშველი თელის - 31, ქართული ნეკერჩხლის - 6 და ქართული ნუშის 5 ლოკაცია ბუნებრივ არეალში შეისწავლეს. თითოეული სახეობის ფარგლებში აღებულ სანიმუშო ფართობებზე მოხდა დეტალური აღწერა ადგილმდებარეობის, სამიზნე სახეობის კოდის, ტყის კატეგორიის, გეოგრაფიული კოორდინატების, დახრილობის, ზღვის დონიდან მდებარეობის, ნიადაგის ტიპის, სათესლე უბნის და სხვა მონაცემების გათვალისწინებით. პროექტის ფარგლებში მოხდა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარეების კონსერვაცია, გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნება, მაღალი ნაყოფმსხმოიარობით გამორჩეული უბნების გამოყოფა მუდმივ და დროებით სათესლე ნაკვეთებად. შეიქმნა თესლთა ბანკის აქტიური კოლექცია (1-3 წელი) და საბაზისო კოლექცია (4-10 წელი). ასვე მოლეკულურ-გენეტიკურმა კვლევებმა დაადგინა, რომ ქართული ნეკერჩხალი სახეობაა და არა ქვესახეობა, როგორც აქამდე იყო მიჩნეული. აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის 3 წლიანი პროექტი „ტყის გენეტიკურად მნიშვნელოვანი სახეობების შესწავლა და ტაქსონომიური იდენტიფიცირება საქართველოში“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)