02:59 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-29 18:40:35, 612 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და „საქართველოს ფოსტას“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და „საქართველოს ფოსტას" შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც „მსოფლიო საფოსტო კავშირის" (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე მოსწავლეების 50-მდე რჩეული წერილი შესანახად ეროვნულ არქივს გადაეცემა.

კონკურსი „საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით ჩატარდა და საკონკურსო თემა გახლდათ – "მისწერე წერილი შენი ოჯახის წევრს შენი გამოცდილების შესახებ კოვიდ 19 პანდემიასთან დაკავშირებით". საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში" და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, "მსოფლიო საფოსტო კავშირის" საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება 2021 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის" შტაბ-ბინაში (ბერნი - შვეიცარია). ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics