02:37 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-28 12:11:04, 470 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა ქეთევან ასათიანი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ქეთევან ასათიანს ღირსების ორდენი გადაეცა საქართველოს ეროვნული არქივის ფონდების მეცნიერული კვლევისა და საზოგადოებისთვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ქართული იდენტობის, ქართული კულტურის შენარჩუნება - განვითარების საქმეში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, აღვნიშნო სწორედ ისეთი ადამიანების ღვაწლი, რომლებიც ჩუმად და შეუმჩნევლად აკეთებენ თავიანთ საქმეს, სწორედ ასე იქმნება ქართული კულტურის დიდი ბირთვი, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics