02:36 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 18:30:05, 584 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ, მიმდინარე წელს, 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტის კონფისკაცია მოახდინა

სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის  მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან სულ ჩამორთმეული იქნა და კონფისკაციას დაექვემდებარა 4 062 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი.

გარდა ამისა, სააგენტომ ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყების პროცედურული დარღვევებიც გამოავლინა.

რეალიზაციის დაწყება, ისევე როგორც დასრულება, საჭიროებს სააგენტოში სავალდებულო შეტყობინების წარდგენას. მიმდინარე წელს, 20 მაისამდე პერიოდში გამოვლენილ იქნა სულ 82 ასეთი შემთხვევა. მათ შორის, საბაჟო აღნუსხვის ფორმების დამუშავების შედეგად გამოვლენილ იქნა 70 შემთხვევა, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას ახორციელებლდა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე. რაც შეეხება მიმოქცევის, რეალიზაციის დასრულების ფაქტს, ესეც გამოკვეთილი იქნა ფარმაცევტული ბაზრის კონტროლის ღონისძიებების შედეგად და დადასტურდა, რომ 33 შემთხვევაში მეწარმეს დასრულებული ჰქონდა ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია, ხოლო სავალდებულო შეტყობინება სააგენტოში არ იყო წარმოდგენილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მიკვლევადობის ღონისძიებების ფარგლებში, მიმდინარე წელს დადასტურებული იქნა ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების დარღვევის 10 ფაქტი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics