02:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 18:27:48, 805 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერს სიდჰარტა დატას  და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სილვიუ დომენტეს შეხვდა.

მხარეებმა COVID-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა  ინფორმაცია იმუნიზაციის  პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის  სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.

„საქართველოში  ვაქცინაციის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მრჩეველი   იმყოფება. სიდჰარტა დატამ მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამა  დადებითად შეაფასა. მივიღეთ რჩევები ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მასიური ვაქცინაციის ცენტრების ჩამოყალიბებაზეც. ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,-ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, იმუნიზაციისა და ვაქცინების დანერგვის მიმართულებით,  საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა  გადაუხადა  და  სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სიდჰარტა დატამ თავის მხრივ  ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.  

„ მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას  იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის,  რომელიც მათ პანდემიის  წინააღმდეგ ბრძოლაში  გასწიეს.  იმუნიზაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო ამ კუთხით კარგი მაგალითია“,- ამის შესახებ  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერმა  სიდჰარტა დატამ განაცხადა.

 შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერით, COVAX-ის პლატფორმის ფარგლებში  1.4 მილიონი დოზა ვაქცინის შესყიდვაა დაგეგმილი.  ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics