02:02 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 15:08:08, 735 ნახვა

საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი - დავდებთ დაფინანსების წყაროს და შემდეგ ამ ნარატივის ავტორებმაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან

დავდებთ დაფინანსების წყაროებს და შემდეგ ამ ნარატივის ავტორებმაც გაასაჯაროონ, საიდან ფინანსდებიან, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი დაფინანსებას რიგითი მოქალაქეებისგან იღებენ და არა მსხვილი შემომწირველებისგან.

„დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებობს ინტერესი. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით - დავდებთ ფინანსების წყაროებს, საიდანაც მოდის ეს თანხები. თუმცა, აქამდეც ვამბობთ, რომ ესენი არიან ემიგრანტები და ჩვენი თანამოქალაქეები. ეს დასაბუთდება, როცა ამ ყველაფერს გავასაჯაროვებთ. შემდეგ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ამ ნარატივის ავტორი, საიდან ფინასდებიან, რომ თავადაც გაასაჯაროვონ საკუთარი ფინანსები. ჩვენ დავიწყებთ ამას და შემდეგ ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა, ცალკეულმა ადამიანებმა გაასაჯაროვოს.მაგალითად ელისო კილაძე საუბრობდა საიდან ვფინანსდებით. სიმართლე გითხრათ, ჩვენც გვაინტერესებს საიდან ფინანსდება ელისო კილაძე. თუ დადებს ცხრილს ვინ ურიცხავს თანხებს, მოხარული ვიქნებით.

ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროებენ თავიანთ დაფინანსებას. ჩვენ გამოვალთ ამ ინიციატივით პირველი და დაველოდებით სხვები როდის გაასაჯაროვებენ ფინანსებს. ამას ისე გავასაჯაროვებთ, რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. როცა 10 და 5 ლარს რიცხავს ადამიანი, ხვდებით, რომ ეს არის რიგითი ადამიანის ჩარიცხული და არა მსხვილი შემომწირველის? რაც შეეხება ჩვენს დანახარჯს თბილისის აქციაზე, ჩვენ თანხა არაფერში, მათ შორის, არც ტრანსპორტირებაში არ გადაგვიხდია, მხოლოდ სცენაში გადავიხადეთ, რომელიც ჯამში დაახლოებით 25 ათასი დაჯდა“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics