|
2021-05-27 01:19:20, 610 ნახვა
საზოგადოება
ხმაური გუმათში - „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგებს რიონის ხეობაში არ უშვებენ
"გუმათჰესთან", სადაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები მივიდნენ, ხმაურია. ადგილზე სამართალდამცველებს რკინის ბარიკადები აქვთ აღმართული, რომლებსაც „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ხელებს ურტყამენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს. როგორც „ნამახვანჰესის“ პროტესტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი „ბარიკადებს იქამდე ურტყამენ, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს ტერიტორიას“. „დღეს აქ ჩვეულებრივ გავათენებთ ღამეს. ჩვენ ვმოქმედებთ მშვიდობიანი გაცხადებული მოქმედების სტრატეგიით. ყველამ მინდა, ეს მკაფიოდ იცოდეს. აქ ხედავთ, რომ აღმართულია რკინის ბარიკადი, რომელზეც ჩვენ ავტეხთ ხმაურს. არც ერთ შემთხვევაში არ გადავალთ იერიშზე. უბრალოდ ავტეხთ ხმაურს და არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე კომპანია „ენკა“ არ დატოვებს რიონის ხეობას“- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)