|
2021-05-25 11:51:33, 623 ნახვა
საზოგადოება
პირველად საქართველოში, დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატი დაარსდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტს ახორციელებს. ბიოსფერული რეზერვატი მოდელური რეგიონია, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას, მდგრადი სოფლის მეურნეობის წარმოებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლ ჯანიაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ბიოსფერული რეზერვატის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა გახსნეს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა სარეკრეაციო სივრცის მოწყობა და ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის, პირველადი ინფრასტრუქტურის განთავსება. ,,იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატები პერსპექტიული ინსტრუმენტია კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვისათვის, რაც სახელმწიფოს და ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტია. 2015 წელს, საქართველოში, სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, დაიწყო ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა. შედეგად, დღეისათვის, ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, მზად არის ახმეტაში 3 ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა და დედოფლისწყაროში ვაშლოვანის რეზერვატის შექმნისთვის იუნესკოში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატები დაამკვიდრებს ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრების კარგ პრაქტიკას, განსაკუთრებით კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის, ტყეების მდგრადი მართვის და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით’’, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)