|
2021-05-24 12:04:23, 544 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია გრძელდება
„საქართველოს ფოსტისა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ერთობლივი კამპანია #შენიმარკა გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, „წითელი ჯვრის საზოგადოების“ მოხალისეები მიმდინარე წლის 24 მაისიდან, საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრებში არიან წარმოდგენილები. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 23 მარტს, „საქართველოს ფოსტასა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პირველი კამპანია არის #შენიმარკა, რომელიც „საქართველოს ფოსტისა“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა. მარკაზე გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირი და „საქართველოს წითელი ჯვრის“ მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლოდ იქცა. საფოსტო მარკის ტირაჟია 10.000 ერთეული, ნომინალი 3+1 ლარი. მარო მაყაშვილის გამოსახულებით გაყიდული მარკიდან მიღებული ერთი ლარი ჩაირიცხება „საქართველოს წითელი ჯვრის“ შემოწირულობის ფონდში. ასევე, „საქართველოს ფოსტა“, როგორც მაღალი სოცილური პასუხისმგებლობის მატარებელი კომპანია, „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ საჩუქრად გადასცემს 500 ერთეულ საფოსტო მარკას, შესაბამისად, გაყიდვიდან მიღებული თანხა, სრულად მოხმარდება საქველმოქმედო აქტივობებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მიმდინარეობს მარო მაყაშვილის დღიურის თარგმნა, რომელიც საფოსტო მარკასთან ერთად გაიგზავნება და გამოიფინება შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ჟენევაში მდებარე „წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მუზეუმში“ და იქნება მუზეუმში განთავსებული პირველი ქართული ექსპონატი. მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ფოსტასა“ და „წითელი ჯვრის საზოგადოებას“ შორის განხორციელდება არაერთი ერთობლივი აქტივობა სოციალური და საქველმოქმედო მიმართულებით.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)