|
2021-05-21 15:09:18, 634 ნახვა
საზოგადოება
ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე - „თიბისი დაზღვევის“ ახალი კამპანია
რას აზღვევ, როცა ავტომობილს აზღვევ? ეს ერთი შეხედვით მარტივი კითხვა, როგორც „თიბისი დაზღვევის“ მომხმარებლების კვლევიდან გამოიკვეთა, არცთუ ისე მარტივია. სწორედ ამიტომ, ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების ბაზარზე 3-წლიანი პირველობისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე ეთარგმნა და ამ გზით უკვე დაზღვეული და სამომავლოდ დასაზღვევი ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გაემარტივებინა. კამპანიის ფარგლებში, „თიბისი დაზღვევამ“ თავისი სადაზღვევო კონტრაქტი გაამარტივა, წინადადებები მოარგო ქართული ენისათვის ავთენტურ წყობას. ავტოდაზღვევის კონტრაქტისთვის შეიქმნა ყველაზე გასაგები ფონტი, რომელიც ნებისმიერ კომპანიას შეუძლია გადმოწეროს და გამოიყენოს ხელშეკრულებისთვის. ახალ ფონტში ფიგურები მეტად გახსნილია, გაიზარდა ასო-ნიშნების ზედა და ქვედა ტანი და შედეგად, სიტყვის ფორმები უფრო მეტად მორგებული გახდა მკითხველზე. ვებგვერდის contractica.ge საშუალებით განახლებული კონტრაქტის ნახვა და ფონტის გადმოწერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანები იშვიათად თუ კითხულობენ კონტრაქტს, რისი მთავარი მიზეზიც რთული წინადადებები და ზოგადად ტექსტის კითხვადობის პრობლემაა (პატარა ზომის ფონტი, ასო-ნიშნების თვალისათვის რთულად აღსაქმელი მოხაზულობა და სხვ.). შედეგად, ხშირად არასწორი წარმოდგენები გვექმნება იმის შესახებ, თუ რა მომსახურებასა და პროდუქტს ვყიდულობთ. „თიბისი დაზღვევა“ ორიენტირებულია დანერგოს და განავითაროს მომსახურების customer-centric მოდელი, რისთვისაც საწყის წერტილს, რა თქმა უნდა, არსებული მომხმარებელები, მათი საჭიროებები, სურვილები და რეკომენდაციები წარმოადგენს. სწორედ დაზღვეულთა რეკომენდაციებზე დაყრდნობით, შეიქმნა ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე. კომპანია მიზნად ისახავს სამომავლოდ ყველა პროდუქტისათვის გაამარტივოს სადაზღვევო კონტრაქტი და შედეგად, დაზღვეულებისა და ბიზნესის ურთიერთობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)